ბილ კლინტონი ეპშტეინის საქმეზე კონგრესის წინაშე წარდგა: „ვერაფერი შევამჩნიე, რაც ეჭვს გამიჩენდა“
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა კონგრესის კომიტეტს განუცხადა, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა გარდაცვლილი სექსუალური დამნაშავის, ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულებებზე. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი იძულებული გახდა, კონგრესის წინაშე ჩვენების მისაცემად წარდგენილიყო.