მედია/ტექნოლოგია
28 February
სანქციების შემდეგ: „იმედის“ ვებსაიტი რუსულ DDoS-Guard-ზე გადავიდა — რა მოხდა?
დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, ქართულმა პროსახელისუფლებო მედია საშუალება „იმედმა“ თავისი ვებსაიტის უსაფრთხოების პროვაიდერი ამერიკული CloudFlare-დან რუსულ კომპანია DDoS-Guard-ზე გადართო, რაც ინტერნეტმომხმარებლებმა შენიშნეს. „იმედმა“ თავდაპირველად უარყო, რომ ვებსაიტის შეფერხება სანქციებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მოგვიანებით ეს დაადასტურა. ციფრული უსაფრთხოების ექსპერტები ცვლილებას სანქციებს უკავშირებენ, CloudFlare-ის მიერ რუსეთთან დაკავშირებული სანქციების დაცვის პოლიტიკიდან გა