ეკონომიკა
22 February
შვედეთის ექს-ფინანსთა მინისტრი: ქვეყანა „ტოტენჰემს“ ჰგავს – აქვს შესაძლებლობები, მაგრამ შედეგი არ დგება
შვედეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი მიქაელ დამბერგი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს და მას ინგლისური საფეხბურთო კლუბ „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ქცევას ადარებს. მისი თქმით, შვედეთს აქვს ყველა პირობა ეკონომიკური ზრდისთვის, თუმცა არასწორი მენეჯმენტის გამო შესაძლებლობებს კარგავს და რისკავს, გახდეს „სპერსი“ – ანუ, დიდი პოტენციალი ჰქონდეს, მაგრამ შედეგს ვერ აღწევდეს.