საერთაშორისო
17 February
ესპანეთში ხანძარს ხუთი ახალგაზრდა ემსხვერპლა
ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთის ქალაქ მანლიეუში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა, დაშავებულია ოთხი ადამიანი. გარდაცვლილთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მათ შორის ბავშვებიც იყვნენ და არცერთი მათგანი შენობაში არ ცხოვრობდა.