უბედური შემთხვევები
22 February
ბაიკალის ტბაზე მიკროავტობუსის ჩაძირვას 8 ადამიანი ემსხვერპლა: დაღუპულთა შორის ჩინელი ტურისტები არიან
რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მყვინთავებმა ბაიკალის ტბის ფსკერიდან 7 ჩინელი ტურისტისა და 1 რუსი მძღოლის ცხედრები ამოასვენეს. მათი მიკროავტობუსი ყინულქვეშ ჩაიძირა. რეგიონის გუბერნატორმა იგორ კობზევმა ტურისტები გააფრთხილა ყინულზე გასვლის სასიკვდილო საფრთხის შესახებ, რადგან ყველა დაღუპული დამოუკიდებლად მოგზაურობდა.