ჩინეთმა აშშ ჩაანაცვლა გერმანიის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად
გერმანიის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის (Destatis) მონაცემებით, ჩინეთმა აშშ ჩაანაცვლა გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად, დაიბრუნა რა პოზიცია, რომელიც ეკავა 2016-2023 წლებში. გასულ წელს ორ ქვეყანას შორის ექსპორტისა და იმპორტის ჯამურმა მოცულობამ 251.8 მილიარდი ევრო შეადგინა. მომავალ კვირას ჩინეთს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ეწვევა, ვაჭრობისა და სხვა თემების განსახილველად.