სამართალი და ადამიანის უფლებები
17 February
საია წყლის ჭავლებში ქიმიკატების გამოყენების საქმეზე სამართლებრივ პროცესს იწყებს და გამოძიებას ითხოვს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ნოემბერ-დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების დროს წყლის ჭავლებში გამოყენებული ქიმიკატებით დაზარალებული მოქალაქეების სახელით სამართლებრივი პროცესები დაიწყო. ორგანიზაცია გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, ჩაატაროს ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიება, აღიაროს დაზარალებულების სტატუსი და პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები. საია ასევე მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას „კამიტის“ შესაძლო გამოყენების ფაქტზე. ორგანიზაცია აცხადებს, რომ კანონმდებლ