ბრაზილიაში, მინას-ჟერაისის შტატში წყალდიდობასა და მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატ მინას-ჟერაისში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რასაც სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმეტესობა ქალაქ ჟუის-დი-ფორაში (18 ადამიანი) და უბაში (7 ადამიანი) დაფიქსირდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება, ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და ჟუის-დი-ფორაში „კატასტროფის მდგომარეობა“ გამოაცხადა, ჰუმანიტარული დახმარებისა და აღდგენითი სამუშაოების მხარდაჭერაზ