უსაფრთხოება და თავდაცვა
28 February
შვედეთმა რუსული დრონი საფრანგეთის ავიამზიდთან ახლოს დააჯამა
შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსული დრონი, რომელიც საფრანგეთის ავიამზიდ „შარლ დე გოლთან“ ახლოს შენიშნეს მალმიოს პორტში, შვედეთის სამხედროებმა დააჯამეს. საფრანგეთის სამხედროების ცნობით, დრონი ავიამზიდიდან 13 კილომეტრში დაფიქსირდა. შვედეთის არმიის განცხადებით, ის ახლომდებარე რუსული სადაზვერვო გემიდან, „ჟიგულევსკიდან“ აფრინდა. ინციდენტი ნატოს დაგეგმილი წვრთნების ფონზე მოხდა, კრემლი კი შვედეთის ბრალდებებს „აბსურდულად“ აფასებს.