ნიგერიაში შეიარაღებული თავდამსხმელების იერიშს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შეიარაღებული პირები მოტოციკლებით სამ სოფელს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. თავდასხმები ნიგერის შტატში მოხდა, რეგიონში მზარდი უსაფრთხოების პრობლემების ფონზე, სადაც ჯიჰადისტები და შეიარაღებული ბანდები მოქმედებენ.