მსოფლიო სიახლეები
25 February
ფოტოები: ნიუ-იორკი და სხვა ქალაქები მასშტაბური შტორმის შემდეგ აღდგენას იწყებენ – მოსალოდნელია ახალი თოვლი
აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთს მასშტაბურმა ქარბუქმა დაატყდა თავს, რამაც რეგიონის პარალიზება გამოიწვია. რეკორდული რაოდენობის თოვლის გამო, მილიონობით ადამიანი სახლში დარჩა, დაიხურა სკოლები და ათასობით ფრენა გაუქმდა. ორშაბათიდან დაიწყო აღდგენითი სამუშაოები – იხსნება გზები, აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ელექტროენერგია. თუმცა, მეტეოროლოგები აკვირდებიან ახალ შტორმულ სისტემას, რომელმაც შესაძლოა კვლავ მოიტანოს თოვლი უკვე პარალიზებულ რეგიონში.