ბრიტანეთი: ნავალნი სამხრეთ ამერიკული ბაყაყის მომაკვდინებელი ტოქსინით მოკლეს, რუსეთის სახელმწიფოა დამნაშავე
დიდი ბრიტანეთისა და მისი ევროპელი მოკავშირეების განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამხრეთ ამერიკული შხამიანი ბაყაყების ტოქსინით, ეპიბატიდინით მოკლეს. ნავალნის სხეულის ნიმუშებში აღმოჩენილია ეპიბატიდინის კვალი, რამაც, სავარაუდოდ, მისი გარდაცვალება გამოიწვია ციმბირის კოლონიაში ორი წლის წინ. მოკავშირეები აცხადებენ, რომ მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოს ჰქონდა ამ მომაკვდინებელი ტოქსინის გამოყენების „საშუალება, მოტივი და შესაძლებლობა“. კრემლმა ეს დასკვნა „საინფორმაციო კამპანიად“ მიიჩნია, მოსკოვი