პოლიტიკა
20 February
სეულის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი ამბოხის მოწყობისთვის სამუდამო პატიმრობას მიუსაჯა
სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს, იუნ სოკ იოლს, სეულის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 2024 წლის დეკემბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ამბოხის მოწყობისა და კონსტიტუციის შელახვისთვის. სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ქმედებები მიზნად ისახავდა ეროვნული ასამბლეის პარალიზებას და ძალაუფლების უკანონო უზურპაციას. ყოფილმა პრეზიდენტმა დანაშაული უარყო და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.