საერთაშორისო
19 February
კიმ ჩენ ინმა ბირთვული ქობინების მატარებელი რაკეტების გამშვები დანადგარები წარადგინა: „საჩუქარი“ პარტიის კონგრესისთვის
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები დანადგარები წარმოადგინა, რომლებსაც ბირთვული ქობინების ტარება შეუძლიათ. მან მათ "საჩუქარი" უწოდა მმართველი მუშათა პარტიის მეცხრე კონგრესისთვის. სახელმწიფო მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ახალი სისტემა უნიკალურია და ემსახურება "სტრატეგიული მისიის" შესრულებას, რაც მტრების შეკავებას გულისხმობს.