პოლიტიკა
18 February
Air Force One-ს ტრამპის ხედვით წითელ-თეთრ-ლურჯი დიზაინი ექნება
აშშ-ის მედიის ცნობით, საპრეზიდენტო ფლოტის თვითმფრინავები, მათ შორის Air Force One, დონალდ ტრამპის ბრძანებით ახალ შეფერილობას მიიღებენ. თვითმფრინავებს ამერიკული დროშის ფერებში, წითელი, თეთრი და ლურჯი დიზაინით შეღებავენ, ოქროსფერი ზოლითა და ტრამპის პირად თვითმფრინავთან მსგავსი ელემენტებით. ეს განახლება ტრამპს პრეზიდენტობის პირველ ვადაში სურდა, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ ხარჯებისა და ტექნიკური მიზეზების გამო შეაჩერა.