მუსიკა
22 February
გარდაიცვალა სალსა მუსიკის პიონერი ვილი კოლონი
აშშ მედიის ცნობით, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა სალსა მუსიკის პიონერი, ტრომბონისტი და ორკესტრის ლიდერი ვილი კოლონი. გრემის ნომინანტი მუსიკოსი შაბათს, დილით, "მშვიდობით გარდაიცვალა საყვარელი ოჯახის წევრების გარემოცვაში", - განაცხადა მისმა ოჯახმა სოციალურ ქსელში. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. კოლონი, რომლის კარიერაც თითქმის 60 წელს ითვლიდა, Billboard-ის ჟურნალმა ყველა დროის ყველაზე გავლენიან ლათინო არტისტთა შორის დაასახელა.