კრიმინალი, რუსეთი
24 February
მოსკოვში სადგურთან აფეთქება: ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი დაშავდა
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის საველოვსკის სადგურის მიმდებარედ მომხდარ აფეთქებას ერთი საგზაო პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ინციდენტი სამშაბათს, შუაღამის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელი, რომელმაც „განუსაზღვრელი მოწყობილობა“ ააფეთქა, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. მიმდინარეობს გამოძიება მოტივის დასადგენად.