ევროკავშირი რუსეთისგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ევროკავშირი, უკრაინაში ომის დასრულების ფართო შეთანხმების ფარგლებში, რუსეთისგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ეს მოთხოვნა მოლაპარაკებებში სიმეტრიის პრინციპის დაცვას ეფუძნება და რუსეთის მიერ დადებული საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევას უსვამს ხაზს. კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მდგრადი მშვიდობისთვის რუსულმა ჯარებმა ყველა ოკუპირებული ტერიტორია უნდა დატოვონ.