ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის შვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 14 აპრილს დაიწყება
ნიგერიელი მწერლის, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის 21 თვის ვაჟის, ნკანუ ნნამდი ესეგეს გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ოფიციალურად 14 აპრილს დაიწყება. ოჯახი საავადმყოფოს დაუდევრობაში ადანაშაულებს, რასაც სამედიცინო დაწესებულება უარყოფს.