კინო
18 February
ორი ქალი რეჟისორი, ორი კონტრასტული ჟანრი: უსამართლობის ისტორიები ბერლინალეზე
ავღანელი რეჟისორის, შაჰრბანუ სადათის „ცუდი კაცები არ არსებობენ“ (No Good Men) და ირანელი რეჟისორის, მაჰნაზ მოჰამადის „როია“ (Roya) მსოფლიო პრემიერით წლევანდელ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგნენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი რომანტიკული კომედიაა, მეორე კი დამთრგუნველი ფსიქოლოგიური დრამაა, ორივე ფილმი რეჟისორების სამშობლოში ქალების მიმართ განცდილ უსამართლობას ასახავს, საკუთარი პირადი გამოცდილებების ფონზე.