ფეხბურთი
23 February
გიოკერეშისა და ეზეს დუბლებით „არსენალმა“ ჩრდილოეთ ლონდონის დერბი მოიგო და ხუთი ქულით დაწინაურდა
ლონდონის „არსენალმა“ ჩრდილოეთ ლონდონის დერბიში „ტოტენჰემთან“ 4:1 მოიგო. ებერეჩი ეზემ და ვიქტორ გიოკერეშმა დუბლები შეასრულეს. „მეთოფეებმა“ სატურნირო ცხრილის სათავეში ხუთქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რითაც გააძლიერეს თავიანთი საჩემპიონო ამბიციები.