გარემო და კლიმატი
18 February
პაკისტანში მცხოვრებლები წყლის დეფიციტის წინააღმდეგ ხელოვნურ მყინვარებს ქმნიან
ტემპერატურის მატებისა და მყინვარების დნობის ფონზე, პაკისტანის მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლები აღადგენენ ძველ ტექნიკას, ცნობილს როგორც „მყინვარის დამყნობა“, წყლის დეფიციტის მოსაგვარებლად. ეს მეთოდი გულისხმობს ყინულის „დარგვას“ ხელოვნური მყინვარების შესაქმნელად, რაც საუკუნოვანი ტრადიციებითა და სულიერი რწმენით გამყარებული პრაქტიკაა სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად.