კრიმინალი
19 February
ესპანელმა პოლიციამ ჰაკერი დააკავა, რომელიც ძვირადღირებულ სასტუმროს ნომრებს 1 ცენტად ჯავშნიდა
მადრიდში დააკავეს 20 წლის მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია სასტუმროების დაჯავშნის ვებსაიტის გატეხვასა და ძვირადღირებული ნომრების (ღირებულება 1000 ევრომდე) ერთი ევრო ცენტად დაჯავშნაში. მას 20 000 ევროზე მეტი ოდენობის გადაუხდელი გადასახადები დაუგროვდა. პოლიციამ ეჭვმიტანილი სწრაფად იპოვა და აცხადებს, რომ ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა, რომელიც გამოვლინდა.