უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე დღე უშედეგოდ დასრულდა: ზელენსკი სირთულეებზე და შეფერხებაზე საუბრობს
უკრაინასა და რუსეთს შორის ჟენევაში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე დღე ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ უშედეგოდ დასრულდა. უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებები „რთულად“ შეაფასა, რუსეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა კი განაცხადა, რომ შემდგომი რაუნდებიც გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საკვანძო საკითხებზე, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სტატუსზე, შეთანხმება ვერ მოხერხდა. ზელენსკიმ რუსეთი მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დაადან