საერთაშორისო
26 February
კუბის სანაპირო დაცვამ აშშ-ში რეგისტრირებული კატარღის ოთხი მგზავრი მოკლა
კუბის მთავრობის განცხადებით, კუბის სანაპირო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა აშშ-ში რეგისტრირებულ ჩქაროსნულ კატარღას, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი და დაიჭრა ექვსი ადამიანი. დაღუპულები აშშ-ში მცხოვრები კუბის მოქალაქეები იყვნენ. კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კატარღის მგზავრები შეიარაღებულები იყვნენ და "ტერორისტული მიზნებისთვის ინფილტრაციას" გეგმავდნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ინციდენტს "უჩვეულო" უწოდა და გამოძიება დაიწყო, აღნიშნა რა, რომ აშშ კუბის მთავრობის ინფორმაციას არ დაეყრდნობა