ანგარიში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ საქართველოში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობისა და აქტივების შესახებ ანგარიშის მომზადებას. ინიციატივის ავტორები არიან რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი. კანონპროექტი მიზნად ისახავს ინფორმაციის შეგროვებას და შეფასებას, სანქციების დაუყოვნებლივ დაწესების გარეშე.