პოლიტიკა
26 February
საქართველოს საგარეო უწყებამ ბრიტანეთის ელჩი ტელეარხებისთვის დაწესებული სანქციების გამო დაიბარა
გაერთიანებულმა სამეფომ პროსახელისუფლებო ტელეარხებს, „იმედსა“ და POSTV-ს, „რუსული დეზინფორმაციის“ გავრცელების ბრალდებით სანქციები დაუწესა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ელჩი, გარეთ უორდი, განმარტებებისთვის დაიბარა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, სანქციებს „ცინიკური“ უწოდა და მყარი სამართლებრივი საფუძვლების საჭიროებაზე ისაუბრა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, განაცხადა, რომ კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტ