მსოფლიო ამბები
28 February
გერმანიაში ელექტროსადგურის გამაგრილებელი კოშკი ააფეთქეს
გერმანიის ქალაქ გრევენბროიხში ექსპლუატაციიდან გამოყვანილი ელექტროსადგურის გამაგრილებელი კოშკი ააფეთქეს. ვიდეოში, რომელიც ამ მომენტს ასახავს, ჩანს, როგორ ინგრევა უზარმაზარი კონსტრუქცია და თეთრი კვამლის ღრუბლები ცაში იწევა. ადგილობრივების ნაწილი ტაშს უკრავდა კონტროლირებული აფეთქების დროს. მათი თქმით, კოშკის ადგილას დარჩენილი სიცარიელე უცნაური სანახავია, თუმცა მისი მოცილება დროის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იყო საჭირო.