ბილ გეითსმა ეპშტეინთან კავშირის გამო ბოდიში მოიხადა და „უზარმაზარი შეცდომა“ აღიარა
ამერიკელმა მეწარმემ ბილ გეითსმა ბოდიში მოუხადა თავისი „გეითსის ფონდის“ თანამშრომლებს, მსჯავრდებულ სექსუალურ მოძალადე ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო, რამაც, მისი თქმით, ფილანტროპიული ჯგუფის იმიჯი შეარყია. გეითსმა აღიარა, რომ „უზარმაზარი შეცდომა“ დაუშვა ეპშტეინთან კონტაქტების შენარჩუნებით და განაცხადა, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს თავის ქმედებებზე. მან ასევე უარყო ეპშტეინის დანაშაულებთან რაიმე სახის კავშირი ან მსხვერპლებთან კონტაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ მას ორი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა რუს