მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ უარი თქვა დონალდ ტრამპის მოწვევაზე, გაწევრიანებულიყო მის მიერ შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“. შეინბაუმის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ საბჭოში არ მონაწილეობს პალესტინა, როგორც აღიარებული სახელმწიფო. მექსიკის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე დამკვირვებელს გაგზავნის.