კრიმინალი
/
17.02.2026
ყოფილი ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩეჩენი საფრანგეთის საპატიმროში გარდაცვლილი იპოვეს – მიზეზი სუიციდია
ჩეჩნეთის მკვიდრი ბაშირ ალიბიევი, რომელიც ყოფილი მეუღლის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, 11 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ გრასის საპატიმრო ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს. გაკვეთის შედეგად დანაშაულის ნიშნები არ აღმოჩნდა და სიკვდილის სავარაუდო მიზეზად სუიციდი დასახელდა. ალიბიევი ბრალდებული იყო ყოფილი მეუღლის, ლარისა არსანუკაევას მკვლელობაში, რომელიც შარშან, 4 ნოემბერს ნიცაში მოხდა. ბრალდებულის გარდაცვალების გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დასრულდება.
ყოფილი ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩეჩნეთის მკვიდრი ბაშირ ალიბიევი 11 თებერვალს საფრანგეთის სამხრეთ ქალაქ გრასის საპატიმრო ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ორშაბათს გაავრცელა გაზეთმა Nice-Matin-მა, ქალაქ გრასის პროკურატურის წარმომადგენელ ერიკ კამუსზე დაყრდნობით.
გაკვეთის შედეგად დანაშაულის ნიშნები არ აღმოჩნდა და სიკვდილის სავარაუდო მიზეზად სუიციდი დასახელდა.
47 წლის ალიბიევი დაკავებული იყო 39 წლის ყოფილი მეუღლის, ლარისა არსანუკაევას მკვლელობის ბრალდებით, რომელიც ასევე ჩეჩნეთის მკვიდრი იყო. მკვლელობა შარშან, 4 ნოემბერს ნიცაში მოხდა. გამომძიებლების ინფორმაციით, ალიბიევმა არსანუკაევას დანით დაესხა თავს მის სახლთან, როდესაც ის შინ ბრუნდებოდა. წყვილის უფროსმა ქალიშვილმა სცადა ჩარევა, რის შემდეგაც ალიბიევმა მასაც დანით ჭრილობა მიაყენა. არსანუკაევა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მისი ქალიშვილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ალიბიევი თავდასხმიდან მალევე დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. მას განზრახ მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ჯერ არ დაწყებულა.
ფრანგული მედია ადრე იუწყებოდა, რომ ალიბიევს მანამდე ოჯახური ძალადობის საქმეში წაუყენეს ბრალი. 2024 წელს საფრანგეთის სასამართლომ ის გაამართლა. არსანუკაევასთან განქორწინების შემდეგ, მას შვიდი შვილიდან ხუთის მეურვეობა მიენიჭა. ადგილობრივი უფლებადამცველები იმ დროს წერდნენ, რომ დედას შეზღუდული ჰქონდა ბავშვებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, სუიციდამდე ცოტა ხნით ადრე ალიბიევს პირისპირ დაპირისპირება ჰქონდა ქალიშვილთან. ადრინდელ ჩვენებაში ის ცდილობდა დანაშაული ქალიშვილზე გადაეტანა, აცხადებდა რა, რომ მან დედას დაესხა თავს და ის ცდილობდა მის დაცვას.
8 ნოემბერს ნიცაში, მასენას მოედანზე, არსანუკაევას ხსოვნის აქცია გაიმართა. მონაწილეებმა მოუწოდეს ოჯახური ძალადობის საკითხისადმი მეტი ყურადღებისკენ და დაუცველ მდგომარეობაში მყოფი ქალების უფრო ეფექტური დაცვისკენ.
არსანუკაევას ცხედარი ჩეჩნეთში მისი გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ რეპატრირებულ იქნა. დაგვიანება განპირობებული იყო იურიდიული და ადმინისტრაციული პროცედურებით, ასევე მხარეებს შორის უთანხმოებით რეპატრიაციის მოწყობის შესახებ.
ბრალდებულის გარდაცვალება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას ამთავრებს. ლარისა არსანუკაევას მკვლელობის გამოძიება, შესაბამისად, დასრულდება მისთვის წაყენებული ბრალდებების არსებითი სასამართლო განხილვის გარეშე.
წყარო: oc-media.org
გაზიარება