OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა განაცხადა, რომ მსოფლიოს „გადაუდებლად“ ესაჭიროება სწრაფად განვითარებადი ხელოვნური ინტელექტის (AI) გლობალური რეგულირება. ალტმანმა საერთაშორისო ზედამხედველობის ორგანოს შექმნისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, „ხელოვნური ინტელექტის დემოკრატიზაცია ერთადერთი სამართლიანი და უსაფრთხო გზაა მომავლისკენ.“