უბედური შემთხვევა
/
23.02.2026
ნეპალში ავტობუსის ავარიას 19 ადამიანი ემსხვერპლა
ნეპალის პრიტვის მაგისტრალზე გადაჭედილი ავტობუსი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 19 ადამიანი, მათ შორის 24 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, დაიღუპა და 25 დაშავდა.
ნეპალში ავტობუსის ავარიას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 24 წლის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. შემთხვევის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭედილი ავტობუსი ნეპალის პრიტვის მაგისტრალიდან ტრიშულის მდინარესთან მდებარე მთის ფერდობზე გადავარდა. პოლიცია ინციდენტს იძიებს. ნეპალის ვიწრო გზებზე ავტობუსების ავარიები ხშირია.
წყარო: www.aljazeera.com
გაზიარება