სპორტი
/
27.02.2026
კრიშტიანუ რონალდუმ „ალმერიაში“ წილი შეიძინა
ფეხბურთის სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდომ ესპანური მეორე დივიზიონის კლუბ „ალმერიის“ 25%-იანი წილი შეიძინა. ეს ინვესტიცია, რომელიც მისი CR7 Sports Investments შვილობილი კომპანიის მეშვეობით განხორციელდა, მოედანს მიღმა ფეხბურთში წვლილის შეტანის მის დიდი ხნის ამბიციას ემსახურება. კლუბი, რომელიც 2023-24 წლების სეზონში ლა ლიგიდან გავარდა, ბოლო ექვს წელზე მეტია საუდის არაბეთის მფლობელობაშია.
2023-24 წლების სეზონში ლა ლიგიდან გავარდნილი „ალმერია“ ექვს წელზე მეტია საუდის მფლობელობაში იყო. პორტუგალიელი სპორტსმენის წარმომადგენელი საკონსულტაციო ფირმის ცნობით, კრიშტიანუ რონალდომ ესპანური მეორე დივიზიონის საფეხბურთო კლუბ „ალმერიის“ წილი შეიძინა.
კომპანია „ბრუნსვიკ გრუპმა“ ხუთშაბათს განცხადებაში აღნიშნა, რომ რონალდომ კლუბის 25-პროცენტიანი წილი შეიძინა, რომლის მფლობელიც საუდის არაბეთიდანაა. 41 წლის რონალდო საუდის არაბეთში 2022 წლის ბოლოს გადავიდა, რათა „ალ-ნასრში“ ეთამაშა.
„ჩემი დიდი ხნის ამბიცია იყო ფეხბურთში წვლილის შეტანა, მოედნის მიღმა. „უდ ალმერია“ ესპანური კლუბია მყარი საფუძვლებით და ზრდის მკაფიო პოტენციალით“, - ნათქვამია რონალდოს განცხადებაში.
ხუთგზის ოქროს ბურთის მფლობელმა, რომელმაც ცხრა წელი გაატარა მადრიდის „რეალში“ და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, „ალმერიის“ წილი მისი შვილობილი კომპანია CR7 Sports Investments-ის მეშვეობით შეიძინა, იუწყება „ბრუნსვიკ გრუპი“.
„ალმერია“ ექვს წელზე მეტია საუდის არაბეთის მფლობელობაშია. საუდელი ბიზნესმენი მოჰამედ ალ-ხერეიჯი კლუბის ახალი მფლობელი და პრეზიდენტი 2025 წელს გახდა, როდესაც ის თურქი ალალშიხისგან შეიძინა. ალალშიხი, საუდის არაბეთის გენერალური გასართობი ორგანოს ხელმძღვანელის რანგში, სპორტის პოპულარიზაციის მთავარ ფიგურად იქცა.
„ძალიან მოხარულნი ვართ, რომ კრიშტიანომ ინვესტიციისთვის ჩვენი კლუბი აირჩია“, - განაცხადა ალ-ხერეიჯიმ განცხადებაში. „მან ძალიან კარგად იცის ესპანური ლიგები და ესმის იმ პოტენციალი, რასაც ჩვენ აქ ვაშენებთ, როგორც გუნდის, ისე აკადემიის კუთხით.“
ფინანსური დეტალები არ გამჟღავნებულა. „ალმერია“ ამჟამად ესპანეთის მეორე დივიზიონში მესამე ადგილზეა. ისინი 2023-24 წლების სეზონში ლა ლიგიდან გავარდნენ. ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდო პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მილიარდერის სტატუსს მიაღწია, Bloomberg-ის მილიარდერების უახლესი ინდექსის მიხედვით, რომელმაც პორტუგალიელი ვარსკვლავის ქონება დაახლოებით 1.4 მილიარდ დოლარად შეაფასა.
წყარო: www.aljazeera.com
გაზიარება