აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა გარდაცვლილი სექსუალური მოძალადის, ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე ჩვენების მიცემის შემდეგ. „არ ვიცი, რამდენჯერ მომიწია მეთქვა, რომ არ ვიცნობდი ჯეფრი ეპშტეინს“, – განაცხადა მან. დღეს ჩვენებას მისი მეუღლე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი მისცემს.