მსოფლიო
/
16.02.2026
ბარაკ ობამა უცხოპლანეტელებზე: „ისინი რეალურები არიან, მაგრამ მე ისინი არ მინახავს“ – ყოფილმა პრეზიდენტმა განმარტება გააკეთა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ უცხოპლანეტელები, სავარაუდოდ, არსებობენ, თუმცა დასძინა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს არ უნახავს „არანაირი მტკიცებულება“ იმისა, რომ უცხოპლანეტელები დედამიწასთან კონტაქტში შევიდნენ. მან ეს განმარტება „ინსტაგრამზე“ მას შემდეგ გაავრცელა, რაც მისმა თავდაპირველმა კომენტარებმა უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ ონლაინ ვარაუდები გამოიწვია.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განმარტება უცხოპლანეტელების შესახებ, ერთი დღის შემდეგ გაკეთდა, რაც მან განაცხადა: „ისინი რეალურები არიან, მაგრამ მე ისინი არ მინახავს“. ობამამ თქვა, რომ სავარაუდოა უცხოპლანეტელების არსებობა, მაგრამ დასძინა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს არ უნახავს „არანაირი მტკიცებულება“, რომ უცხოპლანეტელები დედამიწასთან კონტაქტში შევიდნენ.
მან ეს განმარტება კვირა საღამოს, „ინსტაგრამზე“ გაავრცელა, მას შემდეგ, რაც მისმა თავდაპირველმა კომენტარებმა უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ ერთ-ერთ პოდკასტში, ონლაინ ვარაუდები გამოიწვია, თითქოს ყოფილი პრეზიდენტი მათ არსებობას ამტკიცებდა.
აშშ-ის YouTube პერსონის, ბრაიან ტაილერ კოენის შოუში „No Lie“, წამყვანმა ობამას ჰკითხა, იყვნენ თუ არა უცხოპლანეტელები რეალურები და მან უპასუხა: „ისინი რეალურები არიან, მაგრამ მე ისინი არ მინახავს. მათ არ ატარებენ... „ზონა 51“-ში“. ნევადაში მდებარე აშშ-ის საჰაერო ძალების მაღალი საიდუმლოების ობიექტი „ზონა 51“ დიდი ხანია უცხოპლანეტელების სიცოცხლესთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიების საგანია.
„არ არსებობს მიწისქვეშა ობიექტი. თუკი არ არის რაიმე უზარმაზარი შეთქმულება და ის აშშ-ის პრეზიდენტს დაუმალეს“, - დასძინა ობამამ პოდკასტში. კითხვაზე, რა იყო პირველი შეკითხვა, რომელზეც პასუხის მიღება სურდა პრეზიდენტობისას, ობამამ სარკასტულად უპასუხა: „სად არიან უცხოპლანეტელები?“
მას შემდეგ, რაც ამ კომენტარებმა უცხოპლანეტელების სიცოცხლის შესახებ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ობამამ მოგვიანებით „ინსტაგრამზე“ დაწერა: „სტატისტიკურად, სამყარო იმდენად უზარმაზარია, რომ დიდი ალბათობით სიცოცხლე იქ არსებობს. მაგრამ მზის სისტემებს შორის მანძილი იმდენად დიდია, რომ უცხოპლანეტელების მიერ ჩვენი მონახულების შანსი დაბალია. „და მე არ მინახავს არანაირი მტკიცებულება ჩემი პრეზიდენტობის დროს, რომ უცხოპლანეტელებმა ჩვენთან კონტაქტი დაამყარეს. ნამდვილად!“ - დასძინა მან.
2017 წელს POLITICO იტყობინებოდა, რომ აშშ-ის მთავრობამ მრავალმილიონიანი პროგრამა შექმნა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების გამოსაძიებლად. 2020 წელს პენტაგონმა სამი მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც, როგორც ჩანს, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს (UFOs) აჩვენებს. 2025 წელს NASA-ს მარსის როვერმა „Curiosity“-მ ორგანული მოლეკულები აღმოაჩინა, რომლებიც მეცნიერთა თქმით, პლანეტაზე უძველესი სიცოცხლის პოტენციურ ქიმიურ ნარჩენებად შეიძლება მივიჩნიოთ.
წყარო: www.politico.eu
გაზიარება