აფხაზეთში, 21 თებერვალს, შუადღისას, ოპოზიციის ლიდერი ესშოუ კაკალია დაიჭრა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ თავდასხმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათესავებმა განახორციელეს. ინციდენტის დეტალები მწირია. ცნობილია, რომ პოლიტიკოსს თავს დაესხნენ შაბათს ნაშუადღევს სოხუმის რკინიგზის სადგურთან, სადაც ის სცემეს და ფეხში ესროლეს. ჯანდაცვის მინისტრის, ედუარდ ბუტბას განცხადებით, ესშოუ კაკალია საავადმყოფოში მუხლის სახსარსა და ბარძაყის შუა ნაწილში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობებით გადაიყვანეს. კაკალიას ასევე დაუდგინდა დახურული თავის ტრავმა. ოპოზიციური მედია იუწყება, რომ, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბესლან ეშბას დისშვილებმა განახორციელეს, თუმცა თავდამსხმელთა სახელები არ არის დაკონკრეტებული. თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, კაკალიამ – აფხაზეთის ყოფილმა გენერალურმა პროკურორის მოადგილემ და ამჟამად ოპოზიციური ჯგუფ „აიდგილარას“ თავმჯდომარის მოადგილემ – საჯაროდ დაადანაშაულა ბესლან ეშბა. მან განაცხადა, რომ ეშბას ხელმძღვანელობით, აფხაზეთში უკანონოდ მოქმედებდნენ რუსი პოლიტკონსულტანტები. ოპოზიციის აქტივისტებმა, მათ შორის თავად კაკალიამ, ისინი 5 ნოემბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე სამი დღით ადრე აღმოაჩინეს. ამ ინციდენტის შედეგად, თებერვლის დასაწყისში, რუსულმა სასამართლომ დაუსწრებლად დააკავა კაკალია და აფხაზეთის ოპოზიციის კიდევ ექვსი ფიგურა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მათ სამ რუსზე თავდასხმასა და გაძარცვაში ედავება. რუსული სასამართლოს ქმედებების საპასუხოდ, აფხაზეთის ხელისუფლებამ საკუთარი სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელსაც თავისი სირთულეები აქვს. კერძოდ, საქმე ეხება არა მხოლოდ ოპოზიციის ფიგურებს, არამედ რუს პოლიტკონსულტანტებსაც. რუსები ოფიციალურად ძებნილთა სიაში არიან, ზოგიერთი ოპოზიციის აქტივისტი კი შინაპატიმრობაში იმყოფება. დანარჩენებს, კაკალიას ჩათვლით, ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ. ოპოზიცია სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. 16 თებერვალს, ყველა ოპოზიციური ჯგუფის ლიდერების ერთობლივ ბრიფინგზე, მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბესლან ეშბასა და შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კიუტის გადადგომას მოითხოვს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამ ორი ოფიციალური პირის თანამდებობაზე დატოვება რესპუბლიკაში შიდა პოლიტიკურ დაძაბულობას აღვივებს და ხელს უშლის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ნორმალურ დიალოგს. პუბლიკაციაში გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, მოსაზრებები და იდეები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორს/ავტორებს და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და იდეებს. JAMnews იტოვებს უფლებას წაშალოს პოსტებზე არსებული კომენტარები, რომლებიც შეურაცხმყოფელ, მუქარის შემცველ, ძალადობრივ ან სხვაგვარად ეთიკურად მიუღებლად იქნება მიჩნეული. სიახლეები აფხაზეთში. პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მასში გამოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები და სტრატეგიები სრულად არ ასახავს JAMnews-ის ან მისი რომელიმე თანამშრომლის შეხედულებებსა და მოსაზრებებს. JAMnews იტოვებს უფლებას წაშალოს კომენტარები, რომლებსაც მიიჩნევს შეურაცხმყოფელად ან სხვაგვარად მიუღებლად. © JAMnews 2025 – ყველა უფლება დაცულია.